თაყვანისმცემლებმა ბურაქ ოზჩივიტსა და ფაჰრიე ევჯენს სერიოზული ზომების მიღება აიძულეს

საქართველო, თბილისი - 18:40 | 20.09.2016
ნანახია: 4017

თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი  - ბურაქ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი თაყვანისმცმლების ზედმეტმა ყურადღებამ დაღალა. მომაბეზრებელი თაყვანისმცემლების გამო, რომლებიც მსახიობებს მოსვენებას არამხოლოდ სტამბოლში, ვეროპაშიც არ აძლევენ, წყვილმა პირადი დაცვის აყვანა გადაწყვიტა.

ამიერიდან ბურაქ ოზჩივიტსა და ფაჰრიე ევჯენს პირადი დაცვა თურქეთსა და უცხოეთში გამართულ ღონისძიებებზე დაიცავს. ვარსკვლავები ასევე პირადი დაცვის თანხლებით იმოგზაურებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დასვენების დროს.  

პირადი დაცვის დაქირავების კიდევ ერთი მიზეზი ოზჩივიტის თაყვანისმცემელი გოგონების მხრიდან ფაჰრიეს მიმართ გაუთავებელი შეურაცხყოფები და მუქარები გახდა.

ფაჰრიე ევჯენი და ბურაქ ოზჩივიტი პირველად სერიალ "ნარჩიტაში" გამოჩნდნენ, ეკრანზე გათამაშებული ფერიდესა და კამრანის საოცარი სიყვარული, მოულოდნელად ბურაქისა და ფაჰრიეს რეალურ სიყვარულად იქცა. ფილმის "სიყვარული შენ გგავს" პრემიერაზე წყვილმა ერთად ყოფნა საჯაროდ აღიარა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე