დასავლური მედია: ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი განქორწინებას აპირებენ

საქართველო, თბილისი - 18:20 | 20.09.2016
ნანახია: 1882

დასავლური მედია ჰოლივუდის მსახიობების  ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყების შესახებ იტყობინება. ტაბლოიდი Inquisitr-ი წერს, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის განშორების მიზეზი ბრეტ პიტისა და ფრანგი მსახიობის მარიონ კოტიარის რომანი გახდა.

გამოცემის ინფორმაციით, პიტს წელს ჯოლისთან ქორწინების წლისთავი არ აღუნიშნავს. ეს დღე მან ხორვატიაში თავისი მეგობრების გარემოცვაში გაატარა. თუ გამოცემას დავუჯერებთ, მსახიობი ხორვატიაში დაფუძნებას გეგმავს და როგორც ჟურნალისტები ირწმუნებიან, მან ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე პატარა სახლიც კი შეარჩია. ხმები ბრედ პიტისა და ანჯლინა ჯოლის განქორწინების შესახებ დიდი ხანია ვრცელდება. თუმცა ამასთან დაკავშირებით  წყვილს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე