საბერძნეთში ძლიერი ხანძრის გამო მიგრანტთა ბანაკიდან 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 20.09.2016
ნანახია: 1416

4 ათასზე მეტი მიგრანტის ევაკუაცია განხორციელდა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე განლაგებული ბანაკიდან. მიგრანტების ევაკუაცია ბანაკში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო გახდა საჭირო. BBC-ის ინფორმაციით, ხანძარმა ბანაკის 30 პროცენტი გაანადგურა.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ბანაკის მომსახურე პერსონალის განცხადებით, ხანძარი კონფლიქტის შემდეგ გაჩნდა.

ამ დროისათვის კუნძულზე 5 600 ლტოლვილი იმყოფება.

ბერძნული სააგენტო ANA-ს ინფორმაციით მიგრანტებს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის დეპორტაციის შესახებ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე