ოკლაჰომაში პოლიციელმა შეუიარაღებელი აფროამერიკელი მოკლა

საქართველო, თბილისი - 09:24 | 20.09.2016
ნანახია: 1433

პოლიციელმა შეუიარაღებელი აფროამერიკელი მოკლა. შემთხვევა ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ასოშიეიტედ პრესი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ უახლოვდება პოლიცილებისგან ზურგშექცეული ხელებაწეული მამაკაცი თავის ავტომობილს, რა დროსაც მას ესვრიან.

ვიდეოფაილების გამოქვეყნებამდე პოლიციის უფროსმა ჩაკ ჯორდანმა განაცხადა, რომ მოკლული ტერენს კრატჩერი შეუიარაღებელი იყო, იარაღი არც მის კუთვნილ ავტომანქანაში აღმოჩნდა.

ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე