გრიბოედოვის თეატრი საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება

საქართველო, თბილისი - 20:45 | 19.09.2016
ნანახია: 1850

22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლითალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ საგასტროლო ტურნეში რუსეთის ხუთ ქალაქში მიემგზავრება. 

23 სექტემბერი - იაროსლავლი - თ.ვოლკოვის სახ.რუსეთის სახელმწიფო დრამის აკადემიური თეატრი

25 სექტემბერი - კალუგა - კალუგის საოლქო დრამატული თეატრი

27-28 სექტემბერი - ტულა - ტულას დრამის აკადემიური თეატრი

30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი - კურსკი - ა.პუშკინის სახ. კურსკის სახელმწიფო დრამატული თეატრი

3-4 ოქტომბერი - ვორონეჟი - ა.კოლცოვის სახ. დრამის აკადემიური  თეატრი

პროექტი ხორცილედება რუსეთის საგასტროლო საქმიანობის მხარდაჭერის ფედერალური ცენტრის პროგრამის „დიდი გასტროლების“ (Большие гастроли) ფარგლებში. 

„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს გახლავთ ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი. გრიბოედოვის თეატრმა სპექტაკლი გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს  მიუძღვნა. 

2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.

სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი-ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია და სოფიო ლომჯარია.  

ეს „ხოლსომერის“ მეთექვსმეტე გასტროლია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე