ოთხი ათასი მიგრანტი სლოვენიაში შესვლას ცდილობს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 19.10.2015
ნანახია: 1697

ათასობით მიგრანტი ხორვატიიდან სლოვენიაში შესვლას ცდილობს. მიგრანტებმა ამ გზას მას შემდეგ მიმართეს, რაც უნგრეთმა არალეგალებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ”ბი-ბი-სის” ინფორმაციით, საუბარია ოთხი ათას ადამიანზე.

ყველა მათგანს დასავლეთ ევროპაში მოხვედრა სურს. სლოვენია მზად არის დღეში მხოლოდ 2500 ადამიანი მიიღოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საზღვართან პოლიციის დასახმარებლად არმიაც გაგზავნა. სლოვენიის განცხადებით, არალეგალებს თავის ტერიტორიაზე იმ დრომდე შეუშვებს, ვიდრე ავსტრიასა და გერმანიას თავიანთი საზღვრები ღია ექნება.

უნგრეთმა ხორვატიასთან საზღვარი ორი დღის წინ ჩაკეტა, რადგან ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიგრანტების კრიზისის გადასწყვეტად თავაინთი ვარიანტების შეთავაზება ვერ შეძლეს. მანამდე უნგერთმა საზღვარი სერბეთთანაც ჩაკეტა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე