”აეროფლოტის” თვითმფრინავი პოლონური ავიაკომპანიის ლაინერს შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 19.09.2016
ნანახია: 1506

რუსეთის ავიაკომპანია ”აეროფლოტის” თვითმფრინავი პოლონეთის ავიაკომპანიის SprintAir-ის თვითმფრინავს შეეჯახა. ინციდენტი ვარშავის შოპენის სახელობის აეროპორტში მოხდა. ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ვარშავა-მოსკოვის რეისი რვა საათით გადაიდო.

რუსული თვითმფრინავის ბორტზე 100 მგზავრი იმყოფებოდა. SprintAir-ში კი არავინ იყო. მედიის ცნობით  Airbus 320 აფრენამდე პოლონური ავიაკომპანიის თვითმფრინავის ფრთას გამოედო.

Airbus 320 -ის მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ”აეროფლოტის” წარმომადგენლებმა მომდევნო რეისის შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს, და მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციას ისინი ინტერნეტის საშუალებით ეცნობოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე