სევდია უგრეხელიძის განცხადებით "ქართული ოცნების" ბრალდებები, სრული აბსურდია

საქართველო, თბილისი - 13:35 | 19.09.2016
ნანახია: 1614

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის განცხადებით "ქართული ოცნების" ბრალდებები, თითქოს ენმ-ის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია.

„ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა. მე რა თქმა უნდა ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან  დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ოცნების შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არაფერი აკავშირებდათ. 

რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული“, - განაცახდა სევდია უგრეხელიძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე