ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოებაზე ჟიურიმ 12 გამარჯვებული ავტორი გამოავლენა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 19.09.2016
ნანახია: 1972

ლიტერატურული პრემია „საბას"რიგით  მე-14 დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ივანე მუხრანბატონის სასახლეში გუშინ შედგა, 12 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა.

ჟიურის წლევანდელმა შემადგენლობამ -მწერლებმა და ლიტერატორებმა, ვანო ამირხანაშვილმა, ლელა დუმბაძემ, ირაკლი ჯავახაძემ, ანა ჭაბაშვილმა და ანდრო ბუაჩიძემ, გამარჯვებულები თავად გამოავლინეს და „საბას" პრიზი გადასცეს.

ყველაზე საპატიო ნომინაციაში, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა პოეტი ტარიელ ჭანტურია.

ჯილდო „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი" თარგმანისათვის გადაეცა ამერიკელ მთარგმნელს ლინ კოფინს „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვანი თარგმანისათვის. ეს არის პირველი თარგმანი, რომელშიც შენარჩუნებულია 16 მარცვლოვანი რითმა და უნიკალურია „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვან თარგმანებს შორის.  

რომანის ნომინაცია ორად გაიყო და ეს პრიზი ზურა სამადაშვილსა და ბექა ქურხულს ხვდათ წილად.

გარდა ამისა, წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებული სამი ავტორი გამოვლინდა. ორ მათგანს - ნანა ექვთიმიშვილსა და იუნონა გურულს ჯილდო საბას ჟიურისგან ერგო, ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული, სალომე მაკარიძე მკითხველმა ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა.

ასევე წელს პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი". ამ ნომინაციაში ის წიგნები იყო წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი.

სულ წლევანდელ ე.წ. 'შორთლისტში" 37 ფინალისტი იყო წარდგენილი.

დაჯილდოების ცერემონია სპეციალურად „საბასთვის" შექმნილმა მუსიკალურმა პროგრამამ დაასრულა. 

საუკეთესო რომანი

საუკეთესო პროზაული კრებული

საუკეთესო პოეტური კრებული

საუკეთესო დებიუტი

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

საუკეთესო თარგმანი

საუკეთესო ელექტრონული წიგნი

საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

  • ლინ კოფინი - ვეფხისტყაონის ინგლისურენოვანი თარგმანი

„საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

  • ტარიელ ჭანტურია



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე