”სამეფო კარის თამაშები” ”ემის” მთავარი ტრიუმფატორი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:17 | 19.09.2016
ნანახია: 1880

”საუკეთესო დრამატული სერიალის“ ნომინაციაში სერიალს ”სამეფო კარის თამაშები” ამერიკის სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის მთავარი ჯილდო „ემი“ გადაეცა. პრიზი ფილმის რეჟისორმა მიგელ საპოჩნიკმაც მიიღო.

”სამეფო კარის თამაშებმა” ჯილდოების რაოდენობის მიხედვით რეკორდი მოხსნა. მან ამ დროისათვის ”ემის” 38 პრემია მოიპოვა.

წელს მთავარ ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო ისეთი სატელევიზიო ჰიტები, როგორიცაა ”დაუნტონების სააბატო”, ”სამშობლო” და ”სათამაშო სახლი”.

საუკეთესო კომედიურ სერიალად წელს „ვიცე-პრეზიდენტი“ დასახელდა, საუკეთესო სატელევიზიო ფილმის ტიტული კი წილად ტელესერიალ „შერლოკის“ ეპიზოდს - „მახინჯი პატარძალი“ ხვდა.

”სამეფო კარის თამაშების” პრემიერა HBO -ს ეთერში 2011 წელს შედგა. ამ დროისათვის სატელევიზიო საგის ექვსი  სეზონი სრულადაა ნაჩვენები.

”ემის” დაჯილდოვება ყოველწლიურად 1949 წლიდან ტარდება. ის ”ოსკარის” სატელევიზიო ექვივალენტადაა მიჩნეული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე