რა შეემთხვა ტელეწამყვან ლიზა ვადაჭკორიას ნუცუბიძის ქუჩაზე და როგორ შეეწირა მშენებლობას ბროწეულის ხე?!

საქართველო, თბილისი - 23:49 | 18.09.2016
ნანახია: 4486

"SOS! ნუცუბიძის ქუჩაზე მშენებლობას შეეწირა ნაყოფებით სავსე ბროწეულის ხე, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმ ინცინდენტს აღწერს, რომელიც მას შეემთხვა.  

"SOS! ნუცუბიძის ქუჩაზე მშენებლობას შეეწირა ნაყოფებით სავსე ბროწეულის ხე (და კიდევ რამდენი იყო?) და მე ლამის მანქანამ გამიტანა. რა კავშირია ამ ორ ამბავს შორის? აგიხსნით…
ნუცუბიძის ქუჩა არის ძველი, ვიწრო ქუჩა კერძო სახლებით გაშენებული. ბოლოდროს, პატარა 2-სართულიან სახლებს ანგრევენ და მაღლივ კორპუსებს დგამენ. ვიწრო ქუჩა ვეღარ იტევს ამდენ ახალ მოსახლეს და მანქანას :( . პარკინგზე , ბუნებრივია, არავინ ზრუნავს...
დღეს ტროტუარზე ვერ გავიარე მიპარკინგული ავტომობილების გამო და მომიწია სავალ გზაზე სიარული, რის გამო კინაღამ მანქანამ გამიტანა. ნუცუბიძის 109 ნომერში კი სევდიანი სურათი დამხვდა. წითელი მწიფე ბროწეულებით სავსე ხე ამოუძირკვიათ და იქვე დააგდეს... ახალი კორპუსის ჩასაშენად მოედანი მზადაა...
ააშენეთ ახალი სახლები პლატოზე, დიღომში, გლდანში, ვარკეთილში , თქვე დალოცვილებო, რას ეტაკებით ამ ძველ თბილისურ ქუჩებს?!", - წერს ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე