ომბუდსმენი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დამნაშავე პირები უმოკლეს დროში უნდა დაისაჯონ

საქართველო, თბილისი - 10:05 | 19.10.2015
ნანახია: 1697

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, უმოკლეს ვადებში დასრულდეს წამების და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს დაწყებული გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობას სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს.

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო და ყველა დამნაშავე პირს ეგო პასუხი. მუშაობის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაცია მისცა შესაბამის ორგანოებს, ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთის მხრივ ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე როგორც ეს მოხდა 17 ოქტომბერს, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე