"ევროპაში ასეთ უმსგავსობაზე, შუშებს უმტვრევენ და საბურავს უხვრიტავენ მანქანებს!"

საქართველო, თბილისი - 16:31 | 15.09.2016
ნანახია: 1660

მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება და ფეისბუქის საკუთრ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ევროპაში ასეთ უმსგავსობაზე იცით როგორია რეაგირება?! შუშებს უმტვრევენ მანქანებს და საბურავებს უხვრიტავენ! მე არ ვარ ვანდალიზმის მომხრე,მაგრამ ისეთი არაადამიანი ვინც ეტლში მჯდომს,ბავშვს და მოხუცს გასასვლელ ადგილს არ დაუტივებს სწორედ ასეთ დასჯას იმსახურებს!
იმედია სახელმწიფო მიიღებს სათანადო ზომებს და ამ მანქანების გადაყვანას დაიწყებს საჯარიმოზე,მასიურად და მუდმივად! ჯარიმის გადახდა რომ მოუწევთ კვირაში რამოდენიმეჯერ,მერე ისწავლიან იმედია მანქანის ან შესაბამის ადგილზე დაყენებას ან სახლში დატოვებას და ფეხით და მეტროთი სიარულს!", - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

ფოტო დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული...

"ამდენი მანქანა ტროტუარზე დგას. აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბავშვი, მოხუცი ძნელად გაივლის, როდემდე უნდა ვიჯდეთ ასე პასიურად და მთავრობა ვალაპარაკოთ რომ ხალხს ფეხებზე კიდია თავისი გარემო!!! არც ჩვენ გვაწუხებს ეს და არც მთავრობას!!!", - წერს ფოტოს ავტორი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე