ილია მეორე: თანამედროვე ადამიანი სულიერად დაავადებულია

საქართველო, თბილისი - 14:49 | 18.10.2015
ნანახია: 1837

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, თანამედროვე ადამიანი დაავადებულია, - ამის შესახებ იალია მეორემ განცხადება, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

მისი თქმით, დღეს არიან მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერს.

"როგორც ამბობს ერთი დიდი მეცნიერი, ფილოსოფოსები აღარ გვყავს, რომ განსაჯონ, გააანალიზონ წარსული, აწმყო და მომავალი. დაგვრჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერს. აკრიტიკებენ ეკლესიას, მთავრობას, ხალხს, მეცნიერებს. საოცარი კიდევ ის არის, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ იტანს ავტორიტეტებს და ამით საყრდენი აღარ აქვს ხალხს. აღარ არის მაგალითი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ სულიერად დაავადებულია თანამედროვე ადამიანი. ადამიანის სიცოცხლე თითქოს აღარაფერი აღარ არის. ყოველდღე გადმოსცემენ, რომ დაიღუპა ამდენი ადამიანი ამა თუ იმ ქვეყანაში და ხალხი იმდენად შეეჩვია ამ ყველაფერს, რომ აღარაფრად მიაჩნია ეს. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს და ვხედავთ, რომ წარსული ვეღარ შეიცვლება. ვერაფერი ვერ შეცვლის წარსულს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ვუშვებთ და ვუშვებდით ბევრ შეცდომას და სამწუხაროა, რომ ამ შეცდომებზე არ ვსწავლობთ. ჩვენ ან ვაიდეალებთ წარსულს ან პირიქით - ვგმობთ", - განაცხადა ილია მეორემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე