„ალყაში მოგვაქციეს, ოჯახის წევრების ტერორიც ღიად მოსულა უკვე?" - ნათია ფანჯიკიძე პრემიერისგან პასუხს ელის

საქართველო, თბილისი - 14:20 | 15.09.2016
ნანახია: 1828

დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა, ორი კაცი იჯდა, წრეც დაგვარტყეს ჩემს სახლთან, - ირაკლი ალასანიას მეუღლე იმ ფაქტს იხსენებს, რომელიც გუშინ საღამოს საათებში მას და მის მეგობრებს გადახდათ. ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს და სურათებს აქვეყნებს, სადაც კარგად სჩანს თუ რომელი მანქანიდან უთვალთვალებდნენ.

„დილა მშვიდობის საქართველო. გუშინ საღამოს ამ სამ მეგობართან ერთად ვიყავი კაფეში. მათგან ორი თავდემების წევრია, ორიდან ერთ-ერთი კი ისნის მაჟორიტარი. ალბათ სხვა დროსაც მდევნიან, მაგრამ თავს არ მამჩნევინებენ, ან მე ვარ უყურადღებო.

ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, თავი ძალით შემამჩნევინეს, გვაგრძნობინეს, რომ ეშმაკს არ სძინავს. დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა, ორი კაცი იჯდა, წრეც დაგვარტყეს ჩემს სახლთან, გაგრძელებული დამშვიდობების საუბარში გართულებს, გამჭრიახი მზერით დაგვაკვირდნენ და მოშორებით დადგნენ იმ შავ მანქანასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობარმა დააფიქსირა ფოტოზე, გორში მიმავალ ირაკლის რომ მისდევდა. მოკლედ, სახლთან უკვე შეიძლება ითქვას, ალყაში ვიყავით.
ცხადია, ისევე არაფერი გაირკვევა, როგორც კამერებით სავსე სოლოლაკის ქუჩაზე ვერ გამოიძიეს, ვინ იყო ჩემს სახლში შემძვრალი პირი დაახლოებით ერთი წლის წინ, რომელსაც მივუსწარი, სახლში შიგნიდან ჩაკეტილს, მაგრამ მაინც მინდა მოვითხოვო პასუხი პრემიერ კვირიკაშვილისგან, ოჯახის წევრების ტერორიც ღიად მოსულა უკვე? რატომ და რა უფლებით დამყვებიან? საშიში პირი ვარ, ტერორიზმში ვარ ეჭვმიტანილი, თუ რა ოფიციალური საფუძველი აქვთ, მდიონ, ხარჯონ სახელმწიფო რესურსი? ფოტო უხარისხოა, მაგრამ ნომრები იკითხება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე