თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი "ბენეფისი" ზაარბრუკენში მართავს კონცერტებს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 14.09.2016
ნანახია: 1490

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 2016 წლის 10-დან 17 სექტემბრამდე თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი "ბენეფისი" გასტროლზე იმყოფება თბილისთან დამეგობრებულ გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში.

2 სექტემბრიდან გუნდის ხელმძღვანელი კომპოზიტორი ნანა კალანდაძე ხვდება სხვადასხვა გერმანულ გუნდს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სიმღერით და ზოგადად ქართული კულტურით. ზაარბრუკენში მათი მიწვევის ინიციატორი, ცნობილი გერმანელი მომღერალი და ლოტბარი ქალი ამაი შაიბი ქართულ-გერმანულ საკონცერტო პროგრამაზე მუშაობს ნანა კალანდაძესთან ერთად. კონცერტები ტარდება 11, 13 და 16 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი კონცერტის გასამართად მიწვეულია ზაარბრიუკენის თეატრის სეზონის გახსნაზე, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ქართველი მსახიობებისათვის.

გერმანელი მუსიკის მოყვარულები კონცერტებზე შეასრულებენ ქართულ სიმღერებს, რომელიც ნანა კალანდაძემ შეასწავლა ვორქშოფებზე.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე