ლადო სადღობელაშვილი და მისი მხარდამჭერები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ

საქართველო, თბილისი - 14:25 | 18.10.2015
ნანახია: 1767

ლადო სადღობელაშვილი და ორგანიზაცია თავისუფალი თაობის მხარდამჭერები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდნენ. საქალაქო სასამრთლომ ორგანიზაციის წევრები და ხელმძღვანელი 200, 250 და 300 ლარით დააჯარიმა. 

საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თავისუფალი თაობის წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. 

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის წევრებმა გუშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ფოტოგრაფს და თავისუფალი ზონის წევრებს. აქცია ლადო სადღობელაშვილის ორგანიზაციამ თავისუფალი ზონის ოფისთან მას შემდეგ დაგეგმა,  რაც ინტერნეტში ძალადობის შემცველი კადრები გავრცელდა.  

მომხდარის გამო საპარტულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე