"ხელები შორს "რუსთავი 2-სგან"- აქცია 12 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:24 | 18.10.2015
ნანახია: 1753

"ხელები შორს რუსთავი 2-სგან" "არ დავუშვებთ არხის გაჩერებას" - ამ და სხვა ლოზუნგებით ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 12 ქალაქში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ შეუშალოს მაუწყებლობაში ხელი რუსთავი 2-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართავს გეგმავენ. 

ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ამ წუთებში ტელეკომპანია რუსთავი2-თანაც მიმდინარეობს. აქციაში მხოლოდ ქალები იღებენ მონაწილეობას. 

რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე