გრიბოედოვის თეატრი ახალ სეზონს გასტროლებით ხსნის

საქართველო, თბილისი - 18:31 | 13.09.2016
ნანახია: 2037

14-დან 19 სექტემბერის ჩათვლით ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „რევიზორი“ (რეჟ. ა.ვარსიმაშვილი) ბელორუსის და უკრაინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.

15 სექტემბერსსპექტაკლი ნაჩვენები იქნება ქ.ბრესტში XXI საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბელაია ვეჟა“.

ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება დამისი მიზანია - შექმნას უნიკალური პლატფორმა სხვადასხვა სახეობის თეატრალური ჟანრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა კულტურის და ტრადიციების მრავალფეროვნებას წარმოაჩენენ. 2016 წელს ფესტივალში მონაწილეობასმიიღებენ  შემოქმედებითი კოლექტივები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. საუკეთესო სპექტაკლები დაჯილდოვდებიან ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

17 სექტამბერს საგასტროლო ჯგუფი გადაინაცვლებს ქ.ლვოვშისაერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ოქროს ლომი“.

 „ოქროს ლომი“ დაარსდა 1992 წელს და ამჟამად ეს ყველაზე მასშტაბული და ცნობილი  თეატრალური ფესტივალია უკრაინაში, რომელიც თანამედროვე ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და რომლის დევიზია „კლასიკა ექსპერიმენტის თვალით“.  „ოქროს ლომი“ არის ევროპის თეატრალური ფორუმის IEMT და საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის IFEA წევრი. 23-წლიანი არსებობის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა ოთხი ათასამდე მსახიობმა მიიღო მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან.

„რევიზორის“ პრემიერა 2015 წლის 29 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის 170-წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფაარგლებში გაიმართა. ეს გახლავთ ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც სრულიად განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის, ელისო ორჯონიკიძეს გადაეცა პრემია საუკეთესო მუსიკალური გაფორმებითვის, ხოლო აპოლონ კუბლაშვილი ხლესტაკოვის როლის შესრულებისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს.2016 წლის აპრილში „რევიზორი“ ნაჩვენები იქნა სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიური სახლი“.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე