სირიაში ალ–ქაიდას ლიდერი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:33 | 18.10.2015
ნანახია: 1775

სირიაში ალ–ქაიდას ლიდერი მოკლეს. სანაფი ან–ნასრი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო, ალეპოს პროვინციაში, ავიაიერიშის დროს დაიღუპა. ინფორმაცია ალ–ქაიდას სირიის ფრთამაც დაადასტურა.

ალეპოს ასადის არმია, ირანელი სამხედროებისა და რუსული ავიაციის მხარდაჭერით უტევს. ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა რეგიონში სამ სოფელზე და ადგილობრივ სამხედრო აეროპორტზე აღადგინეს კონტროლი, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები აკონტროლებდნენ. ბრძოლების შედეგად 8 ჯარისკაცი დაიღუპა, ლიკვიდირებულია 17ი ისლამისტი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე