ვენაში 24 სექტემბერს მიგრაციული კრიზისისადმი მიძღვნილი სამიტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:00 | 13.09.2016
ნანახია: 1357

ავსტრიამ მიგრაციულ საკითხზე სამიტში მონაწილეობის მისაღებას გერმანია, საბერძნეთი და ბალკანეთის ქვეყნები მოიწვია. სამიტი 24 სექტემბერს ვენაში შედგება. ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ის  ინფორმაციით, ავსტრიის კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის გარდა, ვენაში დაგეგმილ ღონისძიებაზე მოწვეული არიან სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ალბანეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და მაკედონიის ლიდერები.

ავსტრიის დედაქალაქში შეხვედრამდე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გაიმართება ბრატისლავაში. 16 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ევროპელი ლიდერები მიგრაციულ კრიზისთან ერთად Brexit-ის საკითხს განხილავენ. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური სამიტი დიდი ბრიტანეთის გარეშე ჩატარდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე