ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ჩაიდანი გამოფინეს

საქართველო, თბილისი - 14:04 | 13.09.2016
ნანახია: 2531

ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაიდანი გამოფინეს. Luxurylaunches-ის ინფორმაციით, მისი ღირებულება 3 მლნ დოლარს შეადგენს.

ოქროს ჩაიდანი, რომელიც Egoist-ის სახელით არის ცნობილი, იტალიური ფირმის -  Scavia-ს იუველირებმა დაამზადეს. დეკორისთვის 1 600 ბრილიანტი და 388 ზურმუხტი გამოიყნეს.

ჩაიდანი Chitra-ს კოლექციის ნაწილი გახდა, სადაც სამზარეულოს ნივთებისა და ჭურჭლის 1700 უნიკალური ეგზემპლარი ინახება. მათ შორის ვერცხლის ჩაის სერვიზი, რომელიც უინსტონ ჩერჩილის ქალიშვილს ეკუთვნოდა და ჩინეთის სუნის დინასტიის დროინდელი ჭურჭელი, რომელიც ლუდოვიკო XVIII 1816 წელს იყიდა.

ამ დრომდე ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნეული იყო ჩაიდანი, რომელიც Sotheby's-ის აუქციონზე 2007 წელს 2 მლნ დოლარად გაიყიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე