რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ვაყას მკვიდრები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 13.09.2016
ნანახია: 1408

რუსმა ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მკვიდრები ვალერი მეხრიშვილი და კახა მეზურნიშვილი დააკავეს.

მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ.

ამ დროისათვის, ორივე მათგანი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე