დღეს, მარინა ჯანაშიას საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებენ

საქართველო, თბილისი - 13:23 | 17.10.2015
ნანახია: 3677

დღეს, რუსთაველის თეატრის მსახიობს მარინა ჯანაშიას მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებენ.

მსახიობს „ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის“ მიხეილ თუმანიშვილის პრიზი გადაეცემა. წლევანდელ ფესტივალზე მარინა ჯანაშიასთან ერთად დაჯილდოვდებიან: ნანა ფაჩუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, გია ყანჩელი, დავით დოიაშვილი და საშა ვალცი.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი მინიჭებული აქვთ ისეთ ცნობილ, საზოგადო მოღვაწე ადამინებს, როგორებიც არიან: ლეილა აბაშიძე, ზურა ყიფშიძე, რობერტ სტურუა, გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა. თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე