ბიგ-ბენდი სტუდენტებს სწავლის დაწყებას ულოცავს და კონცერტების სერიას იწყებს

საქართველო, თბილისი - 15:44 | 08.09.2016
ნანახია: 1788

ახალი სასწავლო წლის  დაწყებასთან დაკავშრებით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი ათ წლიან ტრადიციას არ ღალატობს და კონცერტების სერიას იწყებს.  ბიგ ბენდი  ყოველწლიურად უნივერსიტეტებს საჩუქარს უკეთებს და კონცერტებს  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მართავს. ახალი სასწავლო წლიდან პირველ კონცერტი 12 სექტემბერს თავართქილაძის უნივერსიტეტში გაიმართება. შემდეგი კონცერტი 19 სექტემბერს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში იგეგმება. 23 სექტემბერს კი ბიგ-ბენდს შავი ზღვის საერთაშრისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

 "ბიგ-ბენდის საჩუქარი სტუდენტებს" - ამ პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი კონცერტებს სხვადასხვა უნივერსიტეტში  სექტემბერსა და ოქტომბერში გამართავს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე