დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:26 | 08.09.2016
ნანახია: 1368

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამალია სულეიმანოვა დააკავა.

გამოიძების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკურ პირებზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით გაყალბებული ამერიკული ვალუტა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“   ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე