ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დირექტორი საქართველში ჩამოდის

საქართველო, თბილისი - 18:00 | 07.09.2016
ნანახია: 1677

ქ. ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნეჯატი ზენგინი, 10 სექტემბერს, თბილისში ჩამოვა. თურქი მსახიობი, საქართველოს დედაქალაქს ქართველი კოლეგის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ესტუმრება და ჰ. ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის დასთან ერთად, სპეტაკლში "დარისპანის გასაჭირი", დარისპანის როლს თურქულ ენაზე ითამაშებს.

ნეჯატი ზენგინის პარტნიორობას გაუწევს ქართველი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. თურქი არტისტის თბილისში ჩამოსვლას თურქეთის რესპუბლიკის საელჩო უზრუნველყოფს. რეჟისორ ვარლამ ნიკოლაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში "დარისპანის გასაჭირი", დარისპანის როლი, ქ. ტრაპზონის მხატვრული თეატრის სცენაზე, ნეჯატი ზენგინიმ პირველად ალბათ ორი ათეული წლის წინ ითამაშა.

თურქულ თეატრალურ თუ კინო საზოგადოებაში ის აღიარებულია როგორც ერთ ერთი საუკეთესო დრამატული მსახიობი. ნეჯატი ზენგინის, შესრულებული აქვს მთავარი როლები როგორც თეატრში, ასევე თურქულ მხატვრულ ფილმებში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე