ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული კრიმინალური შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი - გიორგი მღებრიშვილი

საქართველო, თბილისი - 20:45 | 06.09.2016
ნანახია: 1471

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებთან დაკვშირებით განცხადება გააკეთა.

"ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე -  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები, სამართალდამცველები. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული კრიმინალური შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდეციად არ იქცეს, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა",-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. 

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგი დაიცავს ყველა მართალ პოლიციელს და არ დაუშვებს, რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოხდეს კეთლისინდისერი სამართალდამცაველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საფრთოხების ხარისხზე. 

"ჩვენ სისტემაში 40 ათასამდე პოლიციელი მუშაობს. მათი აბსულუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების უსაფრთოხების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მაიყენებთ ჩრდილს ამ ინსტიტუს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ, კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

ამასთან, მინისტრმა სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე