მსოფლიო ბრენდი „HADIJE” საქართველოში - რა შანსი ეძლევათ ქართველ დიზაინერებს?!

საქართველო, თბილისი - 14:39 | 02.09.2016
ნანახია: 2323

29 სექტემბერს, სასტუმრო „ბოლტმორში“ „HADIJE“ საერთაშორისო ბრენდის დეფილე გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები, რომლებიც ამავე დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დადებენ ხელშეკრულებას „ჰადიჯესთან“.

„ამ ეტაპზე ხელშეკრულების დადება იქნება უფასო. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ქართველ დიზაინერებს, რომ თასვიანთი პროდუუქცია გაიტანონ საერთაშორისო ბაზარზე. ეს კომპანია იწვევს როგორც დიზაინერებს, ასევე მხატვრებს, მინანქრის ხელოსნებს და ა.შ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 15 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რომ დაგვიკავშირდნენ და გამოთქვან თანამშრომლობის სურვილი. უნდა მიმართონ ტურისტულ კომპანიას "ინტერლაინს", სადაც მოხდება ხელშეკრულების გაფორმება", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას კონკურსის ორგანიზატორმა ლემან სულეიმანმა.

შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობს უკვე 7 ქვეყანა: Qatar, Azerbaijan, Saudi Arabia, İran, Kuwait, Lebanon, United Arab Emirates და მათ შორის საქართველო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე