სამხრეთ კორეაში კობი-გუდაურის მასტერპლანის, განაშენიანების გეგმის შემუშავების ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 16.10.2015
ნანახია: 1644

სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ევროპისა და აზიის სამთო კურორტების რიგით მე-2 კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და მსოფლიოში წამყვან კანადურ კომპანია  „ეკოზაინს“  შორის, კობი-გუდაურის მასტერპლანის,  განაშენიანების გეგმის შემუშავების შესახებ.

სამთო  კურორტების პოპულარიზაციისთვის  მასტერპლანის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

გეგმა მოიცავს ახალ საბაგიროების მშენებლობას, დამატებითი სასრიალო ინფრასტრუქტურის  განვითარებას, პარკინგზონების შექმნას,  სასტუმროების, აპარტოტელების, კვებისა და გასართობი ტერიტორიების  ადგილმდებარეობისა და მასშტაბის განსაზღვრას.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე