"რუსეთი ჩვენი მტერია! - "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!"

საქართველო, თბილისი - 20:16 | 01.09.2016
ნანახია: 1922

ანსამბლი "სუხიშვილები" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოტავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!

პოსტის ქვემოთ კომენტარებში ერთ-ერთი ადამიანი წერს, რომ ეს პოლტიკაში ჩარევაა...  სუხიშვილების პასუხი ასეთია: 

"პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე