ბრაზილიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 08:30 | 01.09.2016
ნანახია: 1542

ბრაზალიის ახალი პრეზიდენტი მიშელ ტემერი გახდა. მან თავისი თანამდებობა დილმა რუსეფის გადაყენების შემდეგ დაიკავა.

საზეიმო ცერემონია ქვეყნის კონგრესში გაიმართა. ტემერი ბრაზილიას საპრეზიდენტო არჩევნებამდე - 2018 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

რუსეფის მთავრობაში 75 წლის ტემერი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

გუშინ სენატმა რუსეფის საბოლოო იმპიჩმენტს უყარა კენჭი. ამ გადაწყვეტილებას მხარი 61-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი  ხმა 20-მა ადამიანმა მისცა.

თავად რუსეფმა იმპიჩმნეტს საპარლამენტო გადატრიალება უწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე