4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:18 | 31.08.2016
ნანახია: 1685

1 სექტემბერს, 12:00 საათზე - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ დასკვნით ნაწილთან დაკავშირებული პრესკონფერენცია.

ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება.თბილისის მერიის მხარდაჭერით 4 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშილიანა ისაკაძის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი საფესტივალო საღამო და გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ: მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო), ნატალია ლიხოპოი(ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ვლადიმერ ტარასოვი (დრამი). კონცერტს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი).

საიუბილეო გალამდე, დედაქალაქში ასევე გაიმართება საქველმოქმედო საღამო სასტუმრო „ბილთმორი“ 2 სექტემბერს. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 3 სექტემბერს მოეწყობა ლიანა ისაკაძის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი სერიის ჩვენება, რომლის რეჟისორიც გახლავთ ალექსანდრე ვახტანგოვი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში - რიგით მე-8 ფესტივალი „ღამის სერენადები“ შავი ზღვის პირას გაიხსნა, სადაც 27 და 28 აგვისტოს ბათუმში სასტუმრო ჰილტონის დარბაზში გაიმართა საღამოები. შემდეგ 30 აგვისტოს ანაკლიაში გადაინაცვლა და ღია ცის ქვეშ მოეწყო კონცერტი, რომელიც იყო ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიბადა 1982 წელს. 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ისევ შავიზღვისპირეთში, ბათუმში აღდგა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც,  2014 წლიდან, პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ფესტივალში მონაწილეობენ  ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, ასევე მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე