1-3 სექტემბერს, გურიაში შავი ზღვის პირველი საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:16 | 31.08.2016
ნანახია: 2234

1-3 სექტემბერს, გურიაში შავი ზღვის პირველი საერთაშორისო ფოლკლორის  ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილე ხალხურ შემოქმედებას გააცნობს.

1 და 2 სექტემბერს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს; დასკვნითი გალა - კონცერტი კი, 3 სექტემბერს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში - „Black Sea Arena” გაიმართება.

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ასევე  „Black Sea Arena” -ს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე