სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლაზე ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ

საქართველო, თბილისი - 11:49 | 30.08.2016
ნანახია: 1241

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით  ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდანმიღებული შეტყობინების საფუძველზე,  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო, სააგენტოს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, აიღეს სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები. ამ დროისთვის ბიზნეოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება მიმდინარეობს. სურსათის ლაბორატორიული კვლევისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე