აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო" ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა
საქართველო, თბილისი - 10:30 | 30.08.2016 ნანახია: 1352თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, მუსიკოსმა დიმიტრი დადიანმა და ვენაში მოღვაწე ქართველმა ვიდეოარტისტმა თათია სხირტლაძემ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს" ინსპირაციით ერთობლივად შექმნეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია. თანამედროვე ხელოვანების ნამუშევარი ონის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.
ბენო გორდეზიანი ქართული მოდერნიზმის წარმომადგენელია. ამ პერიოდში აღმოცენდა კუბისტურ-დადაისტური მიმდინარეობა ევროპაში და მის ერთ-ერთ ძლიერ კერას სწორედ თბილისი და აქ მოღვაწე ხელოვანები წარმოადგენდნენ. ბენო გორდეზიანის შემოქმედება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის. მის სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მხატვრის კოლექცია განადგურდა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ნამუშევარი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
დღესდღეობით საქართველოს რეგიონალური მუზეუმები განახლებას საჭიროებს. მათ რიცხვშია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის შენობა რაჭის მიწისძვრის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში ომყოფება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მალე ახალ შენობაში განთავსდება. ბანკის ინიციატივით, ქართველმა არქიტექტორებმა (კომპანიამ architects.ge) უკვე შექმნეს თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმის პროექტი. მშენებლობა სავარაუდოდ 2 წელიწადში დასრულდება და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექცია ახალ საგამოფენო სივრცესა და საცავებში განთავსდება.
მუზეუმის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია სხვადასხვა ეფექტური აქტივობის დაგეგვმა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და მის გამოცოცხლებასთან პირდაპირ კავშირშია. ამასთანავე, რეგიონალური მუზეუმები მოწყვეტილია თანამედროვე ხელოვნებას: მათი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალისა და უმეტესწილად საბჭოთა ვიზუალური ხელოვნების კოლექციების გვერდით არ ფიგურირებს თანამედროვე ხელოვნებასათუ ახალ სახელოვნებო ტექნოლოგიებში შესრულებული ნამუშევრები. გარდა ამისა, რეგიონალურ მუზეუმებთან ნაკლებად თანამშრომლობენ თანამედროვე არტისტები.
დიმიტრი დადიანისა და თათია სხირტლაძის პროექტი რეგიონალურ მუზეუმში თანამედროვე არტის შეტანის პირველი მცდელობაა და მის მიზანს ერთი ექსპონატის გამოყენებით მუზეუმის რებრენდინგის ჩვენება წარმოადგენს.
აუდიო-ვიდეო ინსტალაციისა და "ცხრაწყაროს" ორიგინალის გამოფენის გარდა, პროექტში მონაწილე არტისტებმა მოდერნიზმისა და ნამუშევრისშექმნის ისტორიის შესახებ წაიკითხეს ლექციები და ჩაატარეს ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასები.
„ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის მედეა სირბილაძის ხსოვნას მიეძღვნა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა