უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დონეცკის ოლქში 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 29.08.2016
ნანახია: 1427

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ დონეცკის ოლქში ქალაქ სვიატოგორსკთან 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.

როგორც უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. "კანონიერი ქურდის", ლიოხა კრასნოდონსკის სახელით ცნობილი ალექსეი სალნიკოვის დაკრძალვის დროს დააკავეს.

დაკავებულთაგან ზოგიერთს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არიან რუსეთისა და მოლდოვის მოქალაქეები.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, თავად თავად სალნიკოვი 25 აგვისტოს ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე