საქართველოს პრეზიდენტს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 26.08.2016
ნანახია: 1266

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, ბელარუსის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

მიხაილ მიატლიკოვი ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში. 

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუს დიპლომატთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველო - ბელარუსის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თბილისში საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების ერთერთიშედეგია.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

თავის მხრივ, მიხაილ მიატლიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფროგააქტიურების საქმეში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე