სარკინიგზო რეისი: ჩინეთი-საქართველო-თურქეთი, თვის ბოლოს შესრულდება

საქართველო, თბილისი - 12:33 | 16.10.2015
ნანახია: 4266

ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს მივა, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დერეფანი არის კარგი ტარიფების, დროისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

 ”ჩინეთიდან მატარებელი საქართველოში 9 დღეში ჩამოვიდა, ეს კი ძალიან მოკლე დროა და კარგი ალტერნატივაა საავტომობილო გზის, რომელსაც ჩამოსასვლელად 25 დღე მაინც სჭირდება. ბახტაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის ტარიფები უფრო მაღალია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, რადგანაც დროც ფულია. სარკინიგზო მიმოსვლას კი დროის უპირატესობა გააჩნია”, - განაცხადა ბახრაძემ.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან საქართველოს აქვს გეგმა, რომ შეძლებს 300 ათასამდე კონტეინერი გაატაროს ამ დერეფნის მეშვეობით. ბახტაძე ამბობს, რომ დღეს თურქეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიარდს შეადგენს, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი 100 მილიარდამდე გაიზრდება, რასაც აუცილებლად დასჭირდება ახალი დერეფანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე