დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგად საქართველოს ბევრი პროექტი დარჩება“

საქართველო, თბილისი - 12:22 | 16.10.2015
ნანახია: 1782

 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგად საქართველოს ბევრი პროექტი დარჩება“, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელზე „საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები“, გააკეთა. მინისტრის თქმით, ხელი მოეწერება ტყიბულში 100 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტის განხორციელებას.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სატრანზიტო პოტენციალზე და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომელშიც ჯამურად რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის პორტი თავისთავად განმხოლოებული სუბიექტი არაა - პორტის უკან 600 ჰექტარ ფართობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ, მას, რა თქმა უნდა, დახვეწა სჭირდება, მაგრამ დღეს კანონი ადგილზეა და იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოში მოხდეს პროდუქციის წარმოება და შემდეგ მისი ევროპაში შეტანა“, აღნისნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე