ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 10:02 | 24.08.2016
ნანახია: 1895

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - არის მსხვერპლი. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა.

ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია.  მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.

2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის საელჩოსთვის საქართველოს მოქალაქეებს მიწისძვრასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე