მტკვრიდან ავტომობილის 13 ცალი საბურავი ამოიღეს, რითაც სამართალდამრღვევები თევზის უკანონო მოპოვებას ახდენდნენ

საქართველო, თბილისი - 10:58 | 22.09.2015
ნანახია: 2283

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, პრევენციული ღონისძიების გატარებისას, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვრიდან ავტომობილის 13 ცალი საბურავი ამოიღეს, რითაც სამართალდამრღვევები თევზის უკანონო მოპოვებას ახდენდნენ.  

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემგდომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე