”30.000 კაცში დაჭრა-დაზიანება კი არა, ჩხუბიც არ ყოფილა” - გიორგი სიგუა პოლიციას მადლობას უხდის

საქართველო, თბილისი - 14:03 | 22.08.2016
ნანახია: 1801

ჩვენი პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფდა 30.000 ადამიანის უსაფრთხოებას სამეგრელოს ორ პატარა სოფელში, ასე გამოხატავს მადლიერებას GEM FEST-ის დამფუიძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა ქართული პოლიციის მიმართ და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ძალიან ბევრი მადლობა მაქვს სათქმელი, ბევრსაც ვიტყვი და ბევრსაც საქმით გამოვხატავ.

ამჯერად უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia -ს და პირადად მინისტრ, გიორგი მღებრიშვილის იმისათვის რომ ჩვენი პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფდა 30.000 ადამიანის უსაფრთხოებას სამეგრელოს ორ პატარა სოფელში, გეოგრაფიის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს ურთულესი ამოცანაა. ისინი გვიცავდნენ ჩვენ ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდანაც კი. . უსაფრთხოება და წესრიგი იყო დაცული უმაღლეს დონეზე და იმ დროს როდესაც მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანაში ტერორიზმის, ძალადობის და არეულობის დიდი საფრთხეა, მათ ჩვენთან ერთად ანახეს მსოფლიოს, რომ საქართველო არის ტურისტებისთვის უსაფრთხო და მშვიდი ქვეყანა. ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა არც ერთი კონფლიქტური სიტუაცია და 30.000 კაცში რომ დაჭრა და დაზიანება კი არა, ჩხუბიც არ ყოფილა, ალბათ რაღაცაზე მეტყველებს.

კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა პოლიციას!”, - წერს გიორგი სიგუა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე