აბრეშუმის გზის ამოქმედებითა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის ფონზე ქვეყანაში ტურისტების ზრდასაც ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 10:19 | 16.10.2015
ნანახია: 1675

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბრეშუმის გზის ამოქმედებითა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის ფონზე ქვეყანაში ტურისტების ზრდასაც ელოდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, ბოლო 11 წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 18-ჯერ გაიზარდა, 310 ათასიდან 2003 წელს 5,5 მილიონამდე 2014 წელს. ხოლო 2013 და 2014 წელს უცხოელ ტურსტთა რაოდენობამ საქართველოს მოსახლეობას გადააჭარბა.

„გამოვთქვამ იმედს, რომ, ხსენებული ინიციატივების მსგავსად, დღევანდელი ღონისძიებაც გაუხსნის გზას ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და გააღრმავებს თქვენს დაინტერესებას საქართველოთი.

პირადად მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა უცხოელ ინვესტორს სრულ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაარსებისა და ამოქმედებისა საქმეში“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე