ქართველი მუსიკოსები საერთაშორისო JAZZ კონკურსზე გრემის მფლობელი არტისტების წინაშე წარსდგებიან

საქართველო, თბილისი - 15:23 | 17.08.2016
ნანახია: 1826

ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) პირველი ქართველი მუსიკოსები არიან, რომლებიც საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსისთვის კომპოზიცია Duke Ellington's Sound Of Love შეირჩა, რომელიც „BRAVO RECORDS“-ის მხარდაჭერით ჩაიწერა.

ამჟამად კი ლაივ ჩანაწერის ვიდეოს მონტაჟი მიმდინარეობს. კონკურსის მთავარი ღირებულება მისი ჟიურია, რომელიც ძირითადად გრემის მფლობელი მუსიკოსებისგან კომპლექტდება.

წელსაც ჟიურის წევრები LENNY WHITE, RANDY BRECKER და MIKE STERN ყველაზე პრესტიული მუსიკალური ჯილდოს - "გრემის" მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე