ისმო-ში საქართველოს სტატუსი შეეცვალა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 15.10.2015
ნანახია: 1679

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია წელს (2015 წ.) პირველად წარსდგა, როგორც ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) წევრი, რაც ნიშნავს, რომ ისმო-ში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი სამუშაო შეხვედრებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს გამართავს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვa, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, მონტენეგრო და ხორვატია. დღემდე, საქართველო წარმოადგენდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ ჯგუფს (CACEEC), სადაც გაერთიანებული არიან დსთ-ს ქვეყნები.

საქართველოს განვითარების დასავლური გზა და ღირებულებები, ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ევროპასთან ინტეგრაცია, როგორც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი, ის გარემოებებია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს გადაყვანას CEBS-ის ჯგუფში.

საქპატენტის ხელმძღვანელობამ, 2014 წლიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, დაიწყო აქტიური მუშაობა CEBS-ს ჯგუფში გადასვლასთან დაკავშირებით. ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა CEBS-ის ჯგუფში შემავალ ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. პროცესში, ასევე, ჩართული იყო ქ. ჟენევაში საქართველოს მისიის მუდმივი წარმომადგენლობა, რომელთან ერთობლივი მუშაობის შედეგად CEBS-ს ჯგუფში შემავალი ქვეყნების მიერ 2015 წლის 2 ოქტომბერს, სრული კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გადაყვანილ იქნა აღნიშნულ რეგიონალურ ჯგუფში. ეს პლატფორმა საშუალებას მისცემს საქარველოს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძლედეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების პროცესი, რაც გაამარტივებს აქტიურ დიალოგს ევროკავშირში ინტეგრაციიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ისმო, გაეროს ერთ-ერთ ყველაზე ქმედითი და გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც განსაზღვრავს ინტელქტუალური საკუთრების მსოფლიო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ეფექტური და დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას, ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედების განვითარებას. ისმო-ში საქართველო 1991 წელს გაწევრიანდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე