ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი ჟანგს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 15.10.2015
ნანახია: 1751

15 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი ჟანგს (Wencai Zhang) შეხვდა, რომელიც  თბილისს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ეწვია.

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ დღეს თბილისში იმყოფება ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი. ADB-ს უდიდესი საინვესტიციო პროექტები აქვს საქართველოში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. შეხვედრაზე მოვილაპარაკეთ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა  გზები, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.  

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ADB მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს და იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით იმუშავებს და ბიძგს მისცემს სრულად იქნას გამოყენებული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე