დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელში „აბრეშუმის გზის აღორძინება - თანამშრომლობის გაღრმავების ახალი გზები“

საქართველო, თბილისი - 16:47 | 15.10.2015
ნანახია: 1668

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელში „აბრეშუმის გზის აღორძინება - თანამშრომლობის გაღრმავების ახალი გზები“. დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის პროექტის პოტენციალსა და თანამშრომლობის გზით მისი სრულად გამოყენების შესაძლებლობაზე.

„ქალბატონებო და ბატონებო, უაღრესად მოხარული ვარ, რომ თბილისში გხედავთ, და როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ესაა ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება, სადაც აბრეშუმის უძველესი გზა არსებობს და ესაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, აბრეშუმის გზა ააღორძინოს და ამ მიზნით შექმნას ინფრასტრუქტურა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ გხედავთ და იმედია, ეს შეხვედრები, დისკუსიები დაგვეხმარება ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრაში, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს და ჩვენ გავზრდით აბრეშუმის გზის პოტენციალს. რასაკვირველია, პოტენციალი, რომელიც ამ გზას აქვს, ძალიან დიდია და მხოლოდ თანამშრომლობის გზით შეგვიძლია მისი სრულად გამოყენება. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მოგვცემს, რომ განვიხილოთ არსებული შესაძლებლობი, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და ასევე მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს, რა გვაქვს და რისი გატარებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორუმი, ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, ვნახოთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ტრანსპორტის, კომუნიკაციების და ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ადამიანებს შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე