21 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ნინო ქათამაძე და INSIGHT წარმოგიდგენთ ახალ ალბომს YELLOW

საქართველო, თბილისი - 11:19 | 11.08.2016
ნანახია: 1985

21 აგვისტოს, ბათუმში,  ჩოგბურთის კლუბში ნინო ქათამაძე დ INSIGHT წარმოგიდგენთ
ახალ ალბომს YELLOW, რომელიც ქათამაძის შემოქმედებაში რიგით მე-6 ალბომია. YELLOW   თებერვლის ბოლოს ბერლინში ჩაიწერა, ხოლო მისი პრეზენტაცია შედგება ბათუმში.


კონცერტში მონაწილეობას მიიღებს: ნიკოლოზ რაჭველი, ეროვნულ სიმფონიურ
ორკესტრთან ერთად და ასევე ანსამბლი “შვიდკაცა“.

კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელია ჩოგბურთის კლუბის სალაროებში და ასევე ონლაინ - www.tkt.ge-ზე.

ბილეთის ფასი 25 ლარიდან 70 ლარამდეა. ღონისძიება "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება.

ნინო ქათამაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის შემდგომი დაგეგმილია წვეულება (after party). სპეციალურად მოწვეული სტუმარი DJ Paul Anderson ლონდონიდან შემოგვთავაზებს ნინოს ჰიტების რემიქსებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე