"ერთი ძმა იხრჩობოდა, მეორე დახმარებას ცდილობდა" - გურამ შეროზია ძმების ტრაგედიაზე

საქართველო, თბილისი - 09:50 | 11.08.2016
ნანახია: 2173

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს იმ ძმების შესახებ აქვეყნებს, რომლებიც სამტრედიის რაიონში მდინარეში დაიხრჩვნენ.

"აუ, ახლა რომ არ დავწერო და არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე! :((

ეს ორი ბიჭი...! ცოტა ხნის წინ დედაჩემმა რომ მითხრა ისე გავცეცხლდი ლამის ვუყვირე რას ბოდავმეთქი!! მერე ამათ ფეისბუქზე შევედი და... იმის მერე ასე პარალიზებული ვაგდივარ საწოლზე და ვკვდები ტირილით

ნაგლეჯებად მაქვს ინფორმაცია.
რომ ერთი ძმა იხრჩობოდა
მეორე დახმარებას ცდილობდა
და ბოლოს ორივე...!!

ასეთი ჭკვიანები, სიმპატიურები, ახალგაზრდები, სიცოცხლით სავსეები, ასეთი მომავლით. ყოველთვის მშურდა ამ ბავშვების დედის და მინდოდა მეც ასეთი შვილები მყოლოდა, ასე გამეზარდა და მეც მეამაყა! ოღონდ არა ასეთი დასასრულით!

ჯერ უმცროსმა ძმამ მიპოვა ფეისბუქზე, ორი წლის წინ რაღაც გადაცემაში მნახა. მერე მეორემ დამამატა. მიყვეებოდნენ როგორ მიყურებდნენ იმედის დილაში, როგორ უხაროდათ რომ ნათესავი აღმოაჩინეს ასე შემთხვევით.

ორჯერ, ნახვაც შემეძლო, როცა ეტალონში იღებდნენ მონაწილეობას და ჩამოსულები იყვნენ. სამოგზაუროდ ვემზადებოდი და სხვა დროს ვნახავ, სად წავლენმეთქი და ...

ჩვენი ბოლო მიმოწერაც თემოსთან ასე დასრულდა:
- დაბადების დღე მოვულოცე და სინანული გამოვთქვი, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერაფრით ვერ შედგა ცვენი შეხვედრა
- და პასუხი: შევხვდებით, სად წავალთ.

და ჩემი კამათი იმაზე,რომ ჩემს ასაკში იმდენად მაგარი ტიპები იქნებოდნენ, ამ ტემპებით, რომ მე ვერც კი შევდაარებდი თავს.

აი ახლაც ვფიქრობ, იდიოტივით ათას სისულელეზე და არ მჯერა, მგონია რომ მძინავს. და ყელში რაღაც მიჭერს და მახრჩობს!
ვერ ჩავალ მათთან ფიზიკურად, არ შემიძლია რომ ჩვენი ამდენი ხნის დაგეგმილი და მუდმივად გადადებული შეხვედრა აი ასეთი ფორმით შედგეს!
უსამართლობა რომ არ შემიძლია ჩემი სიცოცხლის წლები მოვიკლო და ამათ მივცე!

და რას შეცვლის ჩემი ბღავილი!
წარმოდგენა და ფიქრიც არ მინდა მათ მშობლებზე!

ასეთი უგულობა, უსამართლობა,ბოროტება, საშინელი ტრაგედია!!! როგორ ვაპატიო ღმერთს?!!

ვბოდავ, ბუნდოვნად ვაზროვნებ! და არ მჯერა! არ მჯერა! არ მჯერააა!!!!", - წერს გურამ შეროზია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე